თავი 3. მართვის ელემენტის დაპროექტება ფორმაზე. ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნა
3.2. მართვის ელემენტი GridView
მართვის ელემენტი GridView ASP.NET 2.0-ში გამოჩნდა. იგი DataGrid-ის ანალოგიური, მაგრამ მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობებით. აქ, ფაქტობრივად, ვიზუალური დაპროგრამების რეჟიმში წყდება ყველა ის ამოცანა, რომლის რეალიზაციისთვის DataGrid-ში საჭიროა სპეციალური, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ რთული პროგრამული კოდის დაწერა. კერძოდ, არ არის საჭირო პროგრამის დაწერა ისეთი ოპერაციების შესასრულებლად, როგორიცაა:
დახარისხება;
- რედაქტირება, ჩანაწერის დამატება, ჩანაწერის ამოშლა;
- რამდენიმე ცხრილიდან შეკითხვის ფორმირება;
- მონაცემების გამოტანა მართვის ელემენტში GridView.
დასაწყისში მარტივ, ერთი ცხრილის მაგალითზე ვაჩვენოთ მართვის ელემენტის გამოყენებით ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნა. ამ მაგალითში ცხრილის ელემენტებისთვის განხორციელებული ფორმატიზაციის წესები რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ცხრილიდან გამოტანილი მონაცემების რედაქტირების წესების იდენტურია.
Visual Studio 2008-ის გამოძახების და Web-საითის შექმნის შემდეგ (ბრძანება File>>New Web Site) ინსტრუმენტულ პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე Toolbox. გამოვა ინსტრუმენტული პანელი მართვის ელემენტებით. ორჯერ დააწკაპუნეთ მართვის ელემენტის დასახელებაზე GridWiev. გვერდზე მოთავსდება მართვის ელემენტი.
გვერდზე მართვის ელემენტის GridWiev-ის მოთავსების შემდეგ დახურეთ ახლად შექმნილი Web-საითი და შემდეგ გადაიტანეთ ამ Web-საითის საქაღალდეში:
- Access-ში ორგანიზებული მონაცემების ბაზა, რომელთანაც უნდა განხორციელდეს დაკავშირება;
- FrontPage-ში ან სხვა რედაქტორში შექმნილი Web-გვერდები და ყველა ის გრაფიკული გამოსახულება (სურათი და სხვა), რომელიც Web-გვერდებშია გამოყენებული;
- ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ გააღეთ თქვენ მიერ შექმნილი Web-საითი.
ამ მომენტიდან შეიძლება დაიწყოს ინტერაქტიული Web-საითის დაპროექტება. მონიშნეთ მართვის ელემენტი GridWiev და თაგვის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოსულ კონტექსურ მენიუში სტრიქონზე Show Smart Tag დაწკაპუნებით მიღებულ მენიუს გამოყენებით განახორციელეთ შემდეგი სამუშაოები:
3.2.1. მონაცემების წყაროსთან დაკავშირება
- მიეცით ბრძანება Choose Data Source>>New data source. გამოვა დიალოგური ფანჯარა Data Source Configuration Wizard/სურ. 3.18/;
- ფანჯარაში მონიშნეთ მონაცემების ბაზის ტიპი – ჩვენ შემთხვევაში მონაცემების ბაზა Access Database და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK;
გამოვა ფანჯარა, სადაც ღილაკზე Browse დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა მონაცემების წყაროს მისათითებლად/სურ.3.19/.
სურ. 3.18. დიალოგური ფანჯარა მონაცემების ბაზის მისათითებლად
სურ. 3.21. შეკითხვის დაპროექტება სურ. 3.22. შეკითხვის ინსტრუქციაში ამორჩევის პარამეტრების მითითება
ჩვენ გვსურს, რომ Internet-ში მუშაობისას ჩვენი სურვილის მიხედვით ამოვარჩიოთ ინფორმაცია იმ სტუდენტების შესახებ, რომლებსაც აქვთ გაცდენილი კონკრეტული საგანი გარკვეული დროის განმავლობაში. ამ მიზნით გვერდზე GridWiev-ის დატანის გარდა დავიტანეთ მართვის ელემენტები: TextBox – შეკითხვის მისაცემად, Label – წარწერის გასაკეთებლად და Button – პროგრამის გამოსაძახებლად.
მონაცემების ბაზიდან საგნის დასახელებით მონაცემების ამორჩევის მიზნით, სურ. 6.21-ზე ნაჩვენებ ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე WHERE. გამოვიდა ფანჯარა, რომელშიც ველში Column მიუთითეთ ველის სახელი sagani (იმიტომ, რომ გვსურს ამორჩევა საგნის დასახელებით), ველში Operator მიუთითეთ LIKE (ეს საშუალებას გვაძლევს სრულად არ აკვრიფოთ საგნის დასახელება), ველში Source მიუთითეთ Control, rac ნიშნავს, რომ შეკითხვა მართვის ელემენტის – TextBox საშუალებით ხორციელდება და ბოლოს ველში Control ID მიუთითეთ ჩვენ მიერ დატანილი TextBox-ის სახელი – TextBox1/სურ. 3.22/.
ამ პარამეტრების მიცემის შემდეგ SQL ენაზე დაწერილი ინსტრუქცია შემდეგ სახეს მიიღებს/სურ. 3.23/.
სურ. 3.20. Web-საითის საქაღალდეში ჩვენ მიერ გადატანილი ფაილები
სურ. 3.19-ზე გამოსულ ფანჯარაში მონაცემების ბაზის მონიშვნის, ამავე ფანჯარაში OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომელშიც დააწკაპუნეთ ღილაკზე Next. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩამოწერილია ბაზაში არსებული ცხრილები და შეკითხვები. აირჩიეთ ერთ-ერთი ცხრილი და მონიშნეთ ის ველები, რომელთა გამოტანაც გსურთ GridWiev-ზე/სურ. 3.21/.
სურ. 3.19. დიალოგური ფანჯარა GridWiev-ისთვის მონაცემების წყაროს მისათითებლად
მიაქციეთ ყურადღება ფანჯრის მარჯვენა მხარეს, სადაც ნაჩვენებია ჩვენ მიერ Web-საითის საქაღალდეში გადატანილი მონაცემების ბაზა, რომლის მონიშვნა შეიძლება. თუ ბაზა გადატანილი არ იქნებოდა Web-საითის საქაღალდეში, მაშინ იგი არ გამოჩნდებოდა ამ ფანჯარაში და შესაბამისად მასთან დაკავშირებაც შეუძლებელი იქნებოდა. ველში Files of type მითითებულია *.mdb გაფართოების ფაილები. ყველა ტიპის ფაილის მითითების შემდეგ ამ ფანჯარაში წვდომადი იქნება Web-საითის საქაღალდეში ჩვენ მიერ გადატანილი სხვა ფაილებიც/სურ. 3.20/.
სურ. 3.23. SQL ენაზე დაწერილი ინსტრუქცია